„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 3 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:
საბურთალოს და დიდუბის რაიონები
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), ჯორჯ ბალანჩინის, ეთერ ბოცვაძის, დისევის, აკაკი ბელიაშვილის, ნოდარ ბოხუას და ლუბლიანას ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 02:00 საათიდან 05:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I, II, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ფარნავაზ მეფის გამზირის, მეფე მირიანის, მეფე არჩილის, ლუბლიანას, გივი ჟვანიას, პეტრიწის, დემეტრე თავდადებულის, გიორგი ბრწყინვალის, ჯონ შალიკაშვილის, ჯორჯ ბალანჩინის, დისევის, ჩაჩავას, გივი კვიჭიძის, სერგი ცხაკაიას, პეტრე იბერის და აკაკი ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.