ახალი დეტალები სანზონიდან, სადაც ლიფტი ჩაწყდა
1790717000
ევროკავშირი რა კრიტერიუმებისა და პრინციპების საფუძველზე შეიქმნა? მისი მიზანი იყო, რომ თავისუფალი სახელმწიფოების სუვერენიტეტი უფრო მაღალი ხარისხით უზრუნველყოფილიყო და სხვა სახელმწიფოებისთვის ევროკავშირში შესვლა მიმზიდველი ყოფილიყო, დღეს, რას ვუყურებთ? – ვუყურებთ, რომ ევროკავშირი ფოკუსირებულია არა მშვიდობაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, უფლებების გაძლიერება-გაფართოებაზე, არამედ პირიქით, სახელმწიფოების უფლებების შეზღუდვაზე საუბრობს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ევროსაბჭოთა კავშირის შექმნა უკვე არავისთვის არის მომხიბვლელი.
„როდესაც ასეთი ევრობიუროკრატიის წარმომადგენელი საქართველოზე საუბრობს, მის რეპრესიებზე, სანქციებზე, აბა, გავახსენოთ, რომელი ქვეყნები საუბრობდნენ ასეთი ტონალობით? ასეთი ტონალობით საბჭოთა კავშირის მსგავსი ქვეყნები საუბრობდნენ. ეს ის ხალხია, რომელიც ჩვენ ჩინეთთან სტრატეგიულ ხელშეკრულებას გვიწუნებდა, რომ იქ დიქტატორული რეჟიმიაო, ჩინეთშიო. თავად ჩინეთში კარგად ჩადიან და ხელშეკრულებებიც აქვთ, მაგრამ ამ დროს, დიქტატორულ რეჟიმზე გადადიან და საუბრობენ დასანქცირებაზე, ბულინგზე და ა.შ.“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, შიდა დოკუმენტების პროექტებზე დაყრდნობით მედია წერს, რომ ევროკავშირი გადაწყვეტილებების მიღებისას ცალკეული ქვეყნების ვეტოს გვერდის ავლის შესაძლებლობას განიხილავს.