რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს ახალი წლის დღეებში
1735563768
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
„9 ოქტომბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩაზე ახალ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 9 ოქტომბრის 11:00 საათიდან 9 ოქტომბრის 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში
სოფ. პატარა ლილოში, დავით აღმაშენებლის, ზურაბ მაჩხანელის, თეთრი წყაროს, ალექსანდრე ყაზბეგის, მანგლისის ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.