"ორმა საათმა გადაწყვიტა ყველაფერი. დარეკეს, სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ გავაკეთეთო..." - ნუგზარ კვაშალი
1760987297
საფრანგეთში 18 წლის ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისივე ცნობით, ახალგაზრდა თბილისში მამასთან ერთად ცხოვრობდა. ცოტა ხნის წინ კი საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც შემთხვევა მოხდა...
„გარდაიცვალა საფრანგეთში, იტალიაში მყოფი ემიგრანტი დედის შვილი - 18 წლის ივანე ჩუბინიძე. გამძლეობა სოფოს და მალხაზის.... სიტყვები არ მყოფნის.... ასეთ შვილს მიწაში რომ ჩადებს ის დედა და მამა, რანაირად უნდა ანუგეშოს და დაამშვიდოს ადამიანმა, არ ვიცი... გლოვობს ჩემი საზანო...“- წერს სიხარულიძე.