ანდრეი დემჩენკო ბათუმის „დინამოდან“ გაათავისუფლეს

ანდრეი დემჩენკო

ანდრეი დემჩენკო ბათუმის „დინამოს“ დირექტორთა საბჭომ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„ბათუმის „დინამოს“ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, 2024 წლის საფეხბურთო სეზონში ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო ანდრეი დემჩენკო გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს.

მადლობას ვუხდით ბატონ ანდრეის ჩვენს კლუბში გატარებული დროისთვის და სამწვრთნელო კარიერაში წარმატებას ვუსურვებთ“, – წერია კლუბის განცხადებაში.

უკრაინელი სპეციალისტი საქართველოში 2021 წლის დასაწყისში ჩამოვიდა და გორის „დილა“ ჩაიბარა, ბათუმის „დინამოს“ კი 2023 წელს ჩაუდგა სათავეში.