P Diddy-ის სკანდალური საქმის სასამართლო პროცესი დღეს იწყება

Paff Daddy

P Diddy-ის სკანდალური საქმის სასამართლო პროცესი, დღეს - 9 ოქტომბერს დაიწყება.

სექს-ტრეფიკინგი, რეკეტების მოწყობა, ქალების იძულებით, პროსტიტუციაში ჩათრევა, ასევე საერთაშორისო საზღვარზე ადამიანების გადმოყვანა და პროსტიტუციაში ჩათრევა - ეს არის ის ბრალდებები, რის გამოც დიდი დააკავეს. მან, გირაოს სახით, პროკურატურას 50 მილიონი და როგორც საკუთარი, ისე ოჯახის წევრების საბუთების ჩაბარება შესთავაზა, მაგრამ მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს. დიდი უარს ამბობს საპყრობილეში საკვების მიღებაზე, რადგან, როგორც ამბობს, ეშინია, არ მოწამლონ.

მტკიცებით ფორმაში დღეს ვერავინ იტყვის, ცნობილი სახეებიდან ვინ რჩებოდა და ვინ რა სახით მონაწილეობდა ამ ყველაფერში, რადგან გამოძიებას მათი სახელები არ გამოუაშკარავებია. დიდის წვეულებები, რომელიც 1998 წლიდან იმართებოდა, იყო ძალიან პრესტიჟული და ბევრი მასზე დასწრებაზე ოცნებობდა. შესაბამისად, შესაძლოა, ფავორიტი ვარსკვლავები აღმოვაჩინოთ ფოტო თუ ვიდეო მასალაში, მაგრამ ბავშვობისდროინდელი თუ ამჟამინდელი წარმოდგენები საყვარელ მუსიკოსებზე თუ მსახიობებზე, გამოძიების დასრულებამდე თავზე ნუ ჩამოგვენგრევა, რადგან შესაძლოა, ისინი წვეულების ოფიციალურ ნაწილს ესწრებოდნენ და არაფერი იცოდნენ "ფრიკ ოფზე".

ასევე ნახეთ: „Puff Diddy ჩემს ბრძოლას დაესწრო და შემდეგ მომწერა კიდეც...მგონია, ბოლოს ალაპარაკდება...“ - UFC-ის ჩემპიონი

Puff Diddy- ის დედა დუმილს არღვევს