დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე სოფელ დიღომში მაჭავარიანის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.
უახლოეს მომავალში მაჭავარიანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაიწყება. გამგებელმა ადგილობრივ მოსახლეობას პროექტი გააცნო და სხვა საკითხების შესახებაც ისაუბრა.
პროექტის ფარგლებში, 3850 კვადრატული მეტრი ფართობი მოწესრიგდება. გასულ წელს, სოფელ დიღომში მოასფალტდა სამი ქუჩა, რომელზეც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება. აღნიშნული პროექტი მაჭავარიანის ქუჩით დასრულდება.
ქუჩაზე, პირველ ეტაპზე, კომპანია „ჯი-ვი-პიმ“ წყლისა და წყალარინების სისტემა მოაწყო. სამუშაოებისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 261 514 ლარია გამოყოფილი.