სასიხარულო გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში დღეიდან შედის
1746078468
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ზვიად გამსახურდიას სახელობის მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაზიანდა გზის უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტი — შუქნიშანი. აღნიშნულმა ფაქტმა გამოიწვია საავტომობილო მოძრაობის შეფერხება გმირთა მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
პრობლემის აღმოსაფხვრელად, ადგილზე ოპერატიულად მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკური ჯგუფი, რომელიც მუშაობს დაზიანებული შუქნიშნის აღდგენასა და მოძრაობის რეგულარულ რეჟიმში დაბრუნებაზე.
მოქალაქეებს ვთხოვთ მოთმინებას და სიფრთხილის გამოჩენას მოცემულ ტერიტორიაზე გადაადგილებისას“, - ნათქვამია განცხადებაში.