აშშ-ს საელჩო მარკო რუბიოს და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე განცხადებას ავრცელებს
1774935371
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, კუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს შეცვლილი განრიგით მოემსახურება
„კუს ტბის საბაგირო გზა ტექნიკური სამუშაოების გამო, 13 ივლისს 08:00 საათის ნაცვლად, მგზავრთა მომსახურებას 16:00 საათზე განაახლებს. აღნიშნულ პერიოდში კომპანიის ლაბორატორიული ცენტრის თანამშრომლების მიერ შემოწმდება მზიდი, გამწევი და კუდის ბაგირები.
სამუშაოები გეგმურ ხასიათს ატარებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.“ - ნათქვამია განცხადებაში.