„შვილმა არ დამირეკა, არ მომილოცა, სამაგიეროდ...“ - რას წერს იუბილარი ცისნამი საყვარლიშვილი
1732656440
,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
,,25 აპრილს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ქიზიყის ქ. N11-თან, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 25 აპრილის 22:00 საათიდან 26 აპრილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში:
კაიროს, ლორთქიფანიძის, პოლიციის, ქიზიყის, ენუქიძის, ჭიჭინაძის, ელენე მეტრეველის, შალვა ნებიერიძის, ნუგზარ საჯაიას, ტიმოთე გაბაშვილის, აზა ადამიას, ნატო გიორგაძის, ლუკა რაზიკაშვილის, ცისკარიშვილის, ფაღავას, სანაძის, ზაალიშვილის, კაიროს 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.