პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 22 მაისს 10:00-დან 17:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ყანობი, კობი, გველეთი, ალმასიანი, დარიალი, ოქროყანა, უხათი, ლარსი, ზემოოქროყანა, გიმარა.
11:00-დან 17:00 საათამდე დენი გაითიშება მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ციხისძირი, ხიდისყური, ქანდა, ძველი ქანდა, ქსანი, პატარა ქანდა, აღაიანი, წეროვანი.
13:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლებს სოფლებში: დიღომში ჰუგო ჰუბერტის, ბერტა ფონ ზუტნერის, ხატაეთის, შერმადინის, ბარონ დე ბაის, მაქს ტილკეს ქუჩებზე, ხოლო 15:30-დან 17:30 საათამდე - აბონენეტებს დიღომში, დავით აღმაშენებლის, მიხეილ მესხის, ვახტანგ გორგასლის, დიდგორის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.