გაფრთხილება! წყალი 10 საათით შეწყდება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

წყალმომარაგება

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.

,,1-ელ ივნისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩა N263-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

👉 ასევე დაგაინტერესებთ: დაჯარიმდება მძღოლი, რომელიც ამ წესს დაარღვევს - ნახეთ, დეტალურად

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 1 ივნისს, 23:00 საათიდან 2 ივნისის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

გურამიშვილის გამზირის და დადიანის გამზირის ნაწილს, ხევისუბნის, ზვარეთის, იფნევის, ჟველაურის, ედისის, სვირის, არალეთი, გოგაშენის, ბჟოლეთის, ახალდაბის, ერისთავის, ბეჟანიშვილის, ჭყონდიდელის, ნინუას, ნათაძის, ბაგინეთის, წიწამურის, ზესტაფონის, ცისარტყელას, ხრესილის, ჭიჭინაძის, კოხრეიძის, კავთისხევის, მახინჯაურის, რკინიგზის, მანჯგალაძის, ქავთარაძის, ინწკირველის, ჩხიკვაძის, კახიანის, ხიმშიაშვილის, ლიკანის, ნოვოროსიისკის, სურგულაძის, სუმბათაშვილ-იუჟინის, ხევსურეთის, ქართველიშვილის, ასკურავას, ურიდიას, მიქატაძის, საჭილაოს, გომბორის, წიკლაურის, ჯანელიძის, ლეჩხუმის, ღრმაღელეს, კნოლევის, სვანეთის, გვაზაურის, ზედაზენის, ბენდელიანის, ცინცაძის, ქსოვრელი, რიონის, რიონჰესის და კვერნაულის ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“,- ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ონკოლოგიური პაციენტი, რომელსაც თვეების სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი, სრულად განკურნეს

👉 VIDEO: „საბედისწერო სიმღერა“ - გავრცელდა დიანა ღურწკაიას ვიდეო, რომელიც თბილისშია გადაღებული

👉 ზოდიაქოს ეს ნიშნები 2023 წლის ივნისში შედარებით ფრთხილად უნდა იყვნენ