გაფრთხილება მძღოლებს - თბილისის ამ ქუჩებზე დღეს მოძრაობის სქემა შეიცვლება

gza

კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩთან დაკავშირებით, პირველ, 3 და 6 სექტემბერს უნივერსიტეტის ქუჩაზე მოძრაობის სქემა შეიცვლება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

,,კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩთან დაკავშირებით, პირველ სექტემბერს 11:00 საათიდან 2 სექტემბრის 00:00 საათამდე, 3 სექტემბრის 11:00 საათიდან 4 სექტემბრის 00:00 საათამდე, ხოლო 6 სექტემბრის 11:00 საათიდან 7 სექტემბრის 00:00 საათამდე, უნივერსიტეტის ქუჩაზე მოძრაობის სქემა შეიცვლება და ტრანსპორტის გადაადგილება ნებადართული იქნება მხოლოდ ერთი მიმართულებით.

სატრანსპორტო საშუალებები უნივერსიტეტის ქუჩაზე გადაადგილებას შეძლებენ თამარაშვილის ქუჩიდან პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით.

პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან კი სატრანსპორტო საშუალებებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარდა, უნივერსიტეტის ქუჩაზე შეხვევა შეეზღუდებათ.

ავტომობილების მძღოლებს პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება შეეძლებათ ყაზბეგის გამზირის, ქავთარაძისა და  თამარაშვილის ქუჩების საშუალებით. უნივერსიტეტის ქუჩიდან მოძრაობა დასაშვები იქნება დანელიას ქუჩის მიმართულებით, ხოლო დანელიას ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებები მხოლოდ პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ.

საზოგადოებრივ ტრანსპორტს აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება და დადგენილი სქემით გადაადგილდება", - აცხადებენ მერიაში.