„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ,,თელასი" ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-11, მე-12, მე-13 კილომეტრების, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ავთო ვარაზის, დავარის, ასმათის, როსტევანის, მელიქ სურხავის, ვეფხისტყაოსნის, ოთხი ათასი მესხის, ფარნავაზ მეფის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ანა პოლიტკოვსკაიას, ანჯაფარიძის და ჯიქიას ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ნინო რამიშვილის, თაქთაქიშვილის, ფალიაშვილის, ირაკლი აბაშიძის, შოვის, ნინო ჟვანიას, შატბერაშვილის, ღოღობერიძის, კეკელიძის, კრისტოფერ არეშიძის და ატენის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი ბელიაშვილის, ჩაჩავას და შალვა გოგიძის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის IIIა, VII, VIII მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, ხიზანიშვილის, ზაქარია მაისურაძის, არსუკიძის, ინგუშეთის, კონსტანტინე ლესელიძის, ჯანჯღავას, კაჭარავას, ანდრონიკაშვილის, მარჯანიშვილის, მებაღიშვილის, ქერჩის და სამხარაძის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, თავისუფლების მოედნის, გუდიაშვილის, პუშკინის, კირილე უკლებას, მთაწმინდის, ბესიკის, მოსიძის, ჩიტაძის, კრავეიშვილის, გოგებაშვილის, ბაშალეიშვილის, ალეკო შენგელიას, იმედაშვილის, გუნიას, გალის, კეკეკლიძის, პეტრიაშვილის, ბარნოვის, უმიკაშვილის და რეზო ჩხეიძის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრომშენის დასახლების, მესხეთის, ყვარლის, ტვიშის, უშაკოვის, მთისძირის, იოსებ რატილის, ამირეჯიბის, თოლენჯის, ნოე ხომერიკის, გეზათის და წალენჯიხის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.