ვინ არის 21 წლის ლამაზმანი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტი ააფეთქა - ექსკლუზიური ინტერვიუ
1775504770
აშშ-ში დაფუძნებულ ირანის ადამიანის უფლებათა სააგენტო HRANA-ს ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში ირანზე მიტანილი იერიშები ბოლო 10 დღის განმავლობაში ყველაზე ძლიერი იყო.
მათივე ცნობით, 6 აპრილს მთელი დღის განმავლობაში განხორციელებულ იერიშებს 49 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 58 დაშავდა.
ამასთან, HRANA-ს ინფორმაციით, ირანზე აშშ-ისრაელის თავდასხმების დაწყებიდან ქვეყანაში, სულ მცირე, 3 500 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, სულ მცირე, 1 665 მშვიდობიანი მოქალაქე.
მათივე თქმით, 6 აპრილს მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა, მათ შორის ბაჰარესტანში საცხოვრებელ შენობაზე, თეირანის შარიფის უნივერსიტეტსა და სამხრეთ ბუშერის პროვინციაში, ასალუიეში მდებარე ნავთობქიმიურ ქარხანაზე.