„ეშმაკი ატარებს პრადას“ სიქველის ფინალური თრეილერი გამოქვეყნდა

ეშმაკი ატარებს პრადას

სტუდიამ 20th Century Studios საკულტო ფილმის „ეშმაკი ატარებს პრადას“ გაგრძელების ფინალური თრეილერი გამოუშვა.

სიუჟეტი ორიგინალი ფილმის მოვლენებიდან წლების შემდეგ ვითარდება. ენდი საქსი ბრუნდება ჟურნალ Runway-ში, თუმცა ამჯერად სტატიების განყოფილების რედაქტორის პოზიციაზე.

თავიანთ როლებს დაუბრუნდნენ პირველი ნაწილის მთავარი როლების შემსრულებლები - მერილ სტრიპი (მირანდა პრისტლი), ენ ჰეთუეი (ანდრეა საქსი), ემილი ბლანტი (ემილი) და სტენლი ტუჩი (ნაიჯელი). ფილმის საერთაშორისო გაქირავებაში გამოსვლა 1 მაისს არის დაგეგმილი.