მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი დააკავეს

 შსს

 მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი დააკავეს.

როგორც „იმედინიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია მარნეულის მერის ძმა, რომელმაც მარნეულში მოქალაქეზე იძალადა.