„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ენერგო პრო ჯორჯია

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 დეკემბერს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ზაჰესში მშვიდობის, ავჭალის, სვიმონ შოთაძის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანში; 11:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში სნო, აჩხოტი, არშა, ჯუთა, სტეფანწმინდა და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მუხრანი, ქანდა, პატარა ქანდა, ვაზიანი და მიმდებარე სოფლებში; აგრეთვე სოფელ დიღომში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.