დედაქალაქში საპროტესტო აქცია დღესაც მიმდინარეობს - სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები რამდენიმე ლოკაციაზე შეიკრიბნენ და მსვლელობებს მართავენ

აქცია

დედაქალაქში საპროტესტო აქცია დღესაც მიმდინარეობს. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ და მსვლელობებს მართავენ.

მოთხოვნები უცვლელია - აქციის მონაწილეები ხელახალი არჩევნების ჩატარებასა და დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებას ითხოვენ.

"დღეს აქ შეკრებილები ვართ "რეალის" და "ბარსელონას" გულშემატკივრები. ჩვენი მთავარი სათქმელი ის არის, რომ თუ ჩვენნაირი დაპირისპირებული გუნდების ერთიანობა შესაძლებელია, მაშინ საქართველოც აუცილებლად გაერთიანდება", - განაცხადა მსვლელობის მონაწილემ.