ბოტანიკური ბაღი ხის დარგვის საერთაშორისო დღეს უფასო შემეცნებითი ტურით და ლექციით „ტყის ეკოსისტემები“ უერთდება

ბოტანიკური

ბოტანიკური ბაღი ხის დარგვის საერთაშორისო დღეს უფასო შემეცნებითი ტურით და ლექციით „ტყის ეკოსისტემები“ უერთდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ბოტანიკურ ბაღში გაიმართება უფასო შემეცნებითი ტური და ლექცია, თემაზე - „ტყის ეკოსისტემები“.

ღონისძიება ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 22 ოქტომბერს, 15:00 საათზე გაიმართება.

მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 21 ოქტომბრის ჩათვლით, ელექტრონულად, ბმულზე http://surl.li/ujihcw“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.