25 მარტს შუქი გაითიშება – ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

შუქი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 25 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს „თელასი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლერმონტოვის, პაოლო იაშვილის, გიგა ლორთქიფანიძის, ჭონქაძის, მაჩაბლის, ინგოროყვას, ლეონიძის, ნიკო ლორთქიფანიძის და ქიქოძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მუხიანის I, II მიკრორაიონების (ნაწილობრივ), დუმბაძის და მარატ ნოზაძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.