1693764619
ზურიკოს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა | მისით ბერძნული კლუბი ინტერესდება

ზურიკო დავითაშვილს ახალი მსურველი გამოუჩნდა. „სენტ-ეტიენის“ ქართველი ფეხბურთელი „პანათინაიკოსის“ რადარზე მოექცა და ბერძნული პრესის ინფორმაციით, მხარეებს შორის კონტაქტიც შედგა.
ინფორმაცია გამოცემა „IN“-ზე დაყრდნობით ვრცელდება. მათი ცნობით, „პანათინაიკოსი“ ფეხბურთელს დაუკავშირდა და საკუთარი სპორტული პროექტი და გეგმა წარუდგინა. ბერძნების მიზანი დავითაშვილის დარწმუნება იყო. ზურიკოს საფრანგეთის ლიგა 2-ში დარჩენის სურვილი არ აქვს და ადგილსამყოფლის შეცვლაზე აქტიურად ფიქრობს...