ძალიან ძლიერი ლოცვა, რომელიც მხოლოდ 2 სიტყვისგან შედგება
1767037889
დედაქალაქის საკრებულოს წევრმა, დიდუბის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გივი ჩხარტიშვილმა სამაჟორიტარო რაიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებსა და შშმ პირებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათები, მათ შორის სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცა.
გივი ჩხარტიშვილი წარმომადგენლებთან ერთად სამაჟორიტარო რაიონში რამდენიმე მისამართზე იმყოფებოდა.
„მინდა ჩემი რაიონის მოსახლეობას და სრულიად საქართველოს შობა-ახალი წელი მივულოცო, მშვიდობა, ჯანმრთელობა და ბედნიერება ვუსურვო. უკვე ვიყავით რამდენიმე ოჯახში და მათ დამდეგი დღესასწაულები მივულოცეთ. დღის ბოლომდე კიდევ ვაპირებთ მოვინახულოთ სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახები და შშმ პირები და პირადად მივულოცოთ მათ.
მოქალაქეების თანადგომა ყოველი ჩვენგანის ვალია. სიკეთით სავსე ქალაქში ცხოვრება სხვაგვარად შეუძლებელია, რადგანაც სიკეთე და კეთილი საქმე გადამდებია. ამ ადამიანებისადმი გამოვლენილი ყურადღება და მხარდაჭერა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა საკრებულოს წევრმა.
მოსახლეობასთან შეხვედრები სამაჟორიტარო ბიუროსა და საქართველოში „Midea Group”-ის კონდიცირების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში იყო ორგანიზებული.