ახლოვდება „სისხლისფერი მთვარის“ ნაწილობრივი დაბნელება - რა (არ) უნდა გავაკეთოთ ამ პერიოდში
1741807795
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლას განაგრძობს. მერვედფინალში, ფრანგულმა გრანდმა ასპარეზობას „ლივერპული“ გამოთიშა და მომდევნო ეტაპზე თერთმეტმეტრიანების სერიის წყალობით გავიდა (1:0 ძ.დ. 4:1 პენალტებში).
ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე 101 წუთი გაატარა და ცნობილი ფრანგული გამოცემები მის თამაშს გამოეხმაურნენ.
Footmercato (5.5 ქულა): „ბრედლი ბარკოლას და უსმან დემბელეს თავიანთი შანსები რომ არ გაენიავებინათ, ხვიჩა კვარაცხელიას პირველი ტაიმის შემდეგ, ორი საგოლე გადაცემა ექნებოდა. გოლის გატანის შანსი ქართველ ფეხბურთელსაც მიეცა, მაგრამ მისი დარტყმა დაბლოკეს. პარი სენ-ჟერმენისთვის, მისი ტექნიკური სიზუსტე, მთელი შეხვედრის განმავლობაში მნიშვნელოვანი აქტივი იყო და ეს მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა გრძელი პერიოდები, როცა ბურთი საერთოდ არ...“