აავსეთ ჭიქა წყლით და უთხარით თქვენი სურვილები – ნათლისღების წყლის ძალას სასწაულის მოხდენა შეუძლია
1768765461
ერევანში გამართულ HYPE Fighting-ის ტურნირზე, გრეპლინგის მატჩში არმან ცარუკიანის მეტოქე შესაძლოა არა შარაბუტდინ მაგომედოვი (შარა ბულეტი), არამედ მერაბ დვალიშვილი გამხდარიყო.
წლის ბოლოს მიღებული შეთავაზების შესახებ ქართველმა „მანქანამ“ Setanta Sports-თან ინტერვიუში ისაუბრა:
„დამირეკეს და მითხრეს, რომ არმან ცარუკიანის მეტოქე ჩაეხსნა. მგონი, ჩამოსვლა ვერ მოახერხა ან რაღაც მსგავსი. ტურნირამდე სულ რაღაც სამი ან ხუთი დღე იყო დარჩენილი და მკითხეს, ხომ არ მსურდა შარა ბულეტის ნაცვლად გამოსვლა. ეს გამოწვევად მივიღე და გავიფიქრე: „შანსი არაა, მან მომიგოს-მეთქი“. როდესაც წესებს გავეცანი, სადაც მხოლოდ მტკივნეული და მახრჩობელა ილეთები იყო დაშვებული, ვიფიქრე: „როგორ უნდა დამაფინიშოს?...“