უფლებადამცველი ჯგუფის ცნობით, აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად ირანში დაღუპულთა რიცხვმა 3 100-ს გადააჭარბა, მათ შორის 210 ბავშვია

ირანკ

 აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად ირანში დაღუპულთა რიცხვმა 3 100-ს გადააჭარბა.

ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში დაფუძნებული უფლებადამცველი ჯგუფი HRANA ავრცელებს.

როგორც ჯგუფის განცხადებაშია აღნიშნული, 28 თებერვლის შემდეგ ირანში დაღუპულია 3 186 ადამიანი, მათ შორისაა 1 394 მშვიდობიანი მოქალაქე, სულ მცირე, 210 ბავშვი და 1 153 სამხედრო მოსამსახურე.

ამასთან, 639 დაღუპულის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

ამასთან, ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ცნობით, აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად ირანში 18 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, ათიათასობით სამოქალაქო ობიექტი კი დაზიანდა.