1742056363
„მშობლებმა ფრანგული იციან, მაგრამ სახლში ქართულად ვსაუბრობთ“ - მიქაუტაძე

„ლიონის“ ქართველმა ფორვარდმა, გიორგი მიქაუტაძემ Kampo-სთან ინტერვიუში ოჯახზე, პატრიოტიზმსა და საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა.
გიორგი მიქაუტაძე:
„როდესაც ჩემი მშობლები საფრანგეთში ჩამოვიდნენ, მათ ფრანგული საერთოდ არ იცოდნენ. დედაჩემი ინგლისურად საუბრობდა, მამაჩემმა კი მხოლოდ ქართული იცოდა. ახლა ყველაფერი შეიცვალა, მათ ფრანგული იციან და თავისუფლად საუბრობენ, თუმცა სახლში მაინც ქართულად ვლაპარაკობთ. ვცდილობთ, საკუთარი წარმომავლობა არ დავივიწყოთ. ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია...“