მასთან ერთად ნაპოლი ლიდერი იქნებოდა | ბანის აზრით, კვარა სრულყოფილია

კვარა - ბანი

„ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელის, სალვატორე ბანის აზრით, ხვიჩა კვარაცხელია სრულყოფილი მოთამაშეა, რაც „ლივერპულთან“ მატჩებში კარგად გამოჩნდა.

ბანი, რომელმაც 1986-87 წლების სეზონში „ნაპოლისთან“ ერთად სერია A და იტალიის თასი მოიგო, ქართველი ფეხბურთელის შესახებ იტალიურ Gazzetta-ს ესაუბრა.

„კვარას გაყიდვა ტრანსფერების დინამიკას შეესაბამება, მაგრამ მე ამაზე არაფერს ვიტყვი. მე მხოლოდ შემიძლია წარმოვიდგინო, როგორი იქნებოდა „ნაპოლი“ მასთან ერთად. ვნახე პსჟ-ს მატჩები „ლივერპულის“ წინააღმდეგ, კვარა სრულყოფილი ფეხბურთელია, მარჯვენა ფლანგზეც კი სახიფათოა...“

განაგრძე კითხვა