გუბანოვას ვერცხლი - საქართველოს მეორე მედალი ევროპის ჩემპიონატზე

გუბანოვა

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ანასტასია გუბანოვა ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. მოკლე პროგრამის შედეგებით ლიდერის პოზიციაზე მყოფმა ქართველმა მოციგურავემ დღეს თავისუფალ პროგრამაში გამოსვლისას 129,62 მეასედი ქულა დააგროვა და საერთო ჯამში 198, 61 ქულით ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გუბანოვამ 2023 წელს ევროპის ჩემპიონობა იზეიმა და ის ქართული ციგურაობის ისტორიაში პირველი სპორტსმენია, რომელიც ზედიზედ ორჯერ ორი სხვადასხვა სინჯის მედლის მფლობელი გახდა. მის გარდა, დღეს ჩვენი ქვეყნის სახელით რიტმულ ცეკვებში დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი გამოვიდა და მოკლე პროგრამაში 73,82 მეასედი ქულით მეათე ადგილი დაიკავეს. 

განაგრძეთ კითხვა