1692302192
გოგლიჩიძისთვის ბრძოლაში სასუოლო დაწინაურდა - იტალიური მედია

„ემპოლის“ ქართველი მცველის, საბა გოგლიჩიძისთვის ბრძოლაში „სასუოლო“ დაწინაურდა. ამის შესახებ იტალიური გამოცემა Il Tirreno წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ლუკა მარიანუჩის, ჯაკოპო ფაცინის და ტინო ანჯორინის შემდეგ „ემპოლის“ გოგლიჩიძეც დატოვებს.
„ქართველი მცველი, რომელმაც სეზონის პირველი ნახევარი შესანიშნავად ჩაატარა, რამდენიმე კლუბის რადარზეა. საუბარია არა გრანდებზე, არამედ ისეთ კლუბებზე, სადაც გოგლიჩიძემ ძირითად შემადგენლობაში შეიძლება ითამაშოს...“