გოგა მანია 2025 წლის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს
1735836785
ოთხი ინფორმაცია და სამი გრაფიკი მათთვის ვისაც „ომიკრონი“ არაფრად მიაჩნია, ჰგონია რომ ვირუსის გადატანა უკეთესია, ვიდრე ვაქცინაცია, რომ გართობა და წაყრუება დაიცავს ქვეყანას ხანგრძლივი კოვიდის პრობლემებისგან და რომ ერთი „პატიმრის“ ახირებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობა, - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი წერს.
1) სპეციალისტებმა დაიწყეს საუბარი, რომ სამხრეთ აფრიკაში სიკვდილიანობა ძალიან იზრდება, შემთხვევების პიკიდან ერთ თვეზე მეტი ხნის შემდეგ. შესაძლოა რომ „ომიკრონი“ არ მიჰყვება ჩვეულებრივ 14-21 დღის ჩამორჩენას როგორც ეს სხვა შტამების ტალღებისთვის იყო დამახასიათებელი.
2) კვლევამ აჩვენა, რომ ომიკრონის ინფექცია აძლიერებს ვაქცინებით გამოწვეულ ადრე არსებულ იმუნიტეტს, მაგრამ თავისთავად ვერ იწვევს, ჯვარედინ მანეიტრალებელი იმუნიტეტს სხვა შტამების მიმართ არავაქცინირებულ ადამიანებში.
3) ვაქცინაცია ეხმარება „ომიკრონის“ წინააღმდეგ ორგანიზმის პასუხს. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინირებულ პირებში ინფიცირების დასაწყისში „ომიკრონის“ წინააღმდეგ დაფიქსირდა თითქმის იდენტური და დაბალი ნეიტრალიზაცია, როგორც არავაქცინირებულში, მათი ნეიტრალიზაცია გარკვეული დროის შემდეგ გაცილებით უფრო მაღალია. ამიტომაც არის რომ ვაქცინირებულებში ეს ფორმა მიმდინარეობს უფრო ადვილად, და არა ის, რომ ზოგადად ომიკრონი ადვილი ფორმაა.
4) და ძალზე საყურდღებო, გასულ კვირას გამოჩნდა პირველი კვლევები, რომლებიც აჩვენებს, რომ ვირუსი შესაძლებელია აზიანებდენს T-უჯრედებს, ისევე, როგორც ამას აკეთებს შიდსის ვირუსი და შესაბამისად, იმუნური დეფიციტის პრობლემები შეიძლება წარმოიქმნას, როგორც ხანგრძლივი კოვიდის ერთ-ერთი ფორმა“, - წერს წერეთელი.