პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 2020-2022 წლების ანგარიშს აქვეყნებს.
როგორც გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილ პაციენტთა 59 პროცენტს სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა.
„გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილ პაციენტთა 59 პროცენტს აღენიშნებოდა სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება, მათ შორის 59 პროცენტს აღენიშნებოდა კარდიოვასკულური დაავადებები და ჰიპერტენზია, დიაბეტი – 25.6 პროცენტს, ხოლო ონკოლოგიური დაავადება – 5.7 პროცენტს.
ანგარიშის თანახმად, ყველა ლეტალურ შემთხვევაში დაავადების მიმდინარეობა იყო მძიმე ან კრიტიკული. შემთხვევათა 82 პრცენტში დაავადება გართულებული იყო პნევმონიით.
ასევე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშის მიხედვით, გარდაცვლილთა 79 პროცენტს აღენიშნებოდა სუნთქვის უკმარისობა. რესპირაციული დისტრეს სინდრომი აღენიშნა გარდაცვლილ პაციენტთა 29.1 პროცენტს, ხოლო 21.7 პროცენტში განვითარდა გულის უკმარისობა.