პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 213 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით არც ერთი პაციენტი არ გარდაცვლილა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 4 243 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 179, „პისიარ“-ტესტით – 1 064.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,37%, ბოლო 14 დღის – 1,18%, ბოლო 7 დღის – 1,14%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 654 313 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 636 004 გამოჯანმრთელდა, 16 800 კი, გარდაიცვალა.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 321 პაციენტი.
ამასთან, 24 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 92 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 241 პირი, გარდაიცვალა სამი პაციენტი.