რას ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი „დელტაკრონის" ახალ შტამთან დაკავშირებით

bidzina kulumbegovi

„დელტაკრონის" ახალი შტამზე ამ დროისთვის ცნობები მცირეა.

უცნობია, რას იწვევს, როგორ ვრცელდება, რამდენად საშიშია და რა უნდა ვიცოდეთ, რადგან კვლევის ეტაპი ახლა მიმდინარეობს. იმ ადამიანთა რიცხვი კი, რომელთაც ახალი შტამი დაუდასტურდათ, საკმაოდ მცირეა. ქართველი სპეციალისტები ამბობენ, რომ არც ერთი ქვეყანა არ მიუთითებს ვირუსის სწრაფად გავრცელებას.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი  ახალი შტამის გამოჩენის პარალელურად, ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს და საზოგადოებას მოუწოდებს, დაიწყონ თანაცხოვრება ვირუსთან ერთად, რადგან სხვა გზა არ არსებობს.

"ევოლუციის დაუწერელი კანონია, ყოველთვის არსებობს და იარსებებს შანსი, გაჩნდეს ახალი ვარიანტი. ეს ბუნებრივია პროცესია, რომელიც ახასიათებს ნებისმიერ ვირუსს, განსაკუთრებით კი, კორონავირუსს. ერთი რამ ცალსახაა, რომ ვაქცინაცია არ კარგავს მნიშვნელობას. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ზაფხულამდე, მოზრდილი მოსახლეობის 70%-ის აცრა მიღწეული იყოს.

ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს ევროპის ქვეყნები მიუხედავად მზარდი რიცხვებისა, არ ღელავენ ამ ტალღების შესაძლო პოზიტიური შემთხვევების მომატებაზე, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დიდი ალბათობით მას არ მიყვება ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი. ამიტომ, ჩვენ უნდა დავიწყოთ თანაცხოვრება ვირუსთან და მის ვარიანტებთან ერთად, სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს,"- აღნიშნავს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.