1746733863
რამდენი მძიმე პაციენტი მკურნალობს საქართველოში რეკორდულად გაზრდილი ინფიცირების ფონზე

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა კვლავ მაღალია. 1-ელ თებერვალს ქვეყანაში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფიცირებულთა რიცხვმა 24 ათასს გადააჭარბა.
სპეციალისტები ამბობენ, რომ მაღალი ციფრების მიუხედავად, ჰოსპიტალური დატვირთვა არ იზრდება.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 164 572 საიდანაც: 5 454 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 278, აჭარაში - 776, იმერეთში - 1 122.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 048 პირი, მათ შორის, თბილისში - 403, აჭარაში - 142, იმერეთში - 322. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 263 პირი
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 24 201 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 36 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 28.41%-ია.