1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
,,პარტია სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე ეკა ბესელია კორონავირუსს ებრძვის
,,მეოთხე დღე - ეს ვირუსი პირველ დღეს აგრესიული იყო, შემომიტია , როგორც ჩანს მომსინჯა მერე მიხვდა - მისთვის იოლად დასამარცხებელ გარემოში არ იყო მოსული და უკან დახევა დაიწყო...
მეორე და მესამე დღე დავხვდით, უსიცხოდ და სურდოს გარეშე ბინადრობდა.
ეს თავის არეში ნერვის ანთება ვისაც გამოგიცდიათ - ეგ გამიღვიძა და ყველაზე დიდ უსიამოვნებას ეგ მაყენებს. სხვა მხრივ ასატანია
მშვიდად შევხვდი და ღიმილით. პირველად შემხვდა და აქამდე მოლოდინის სტრესმა უფრო დამღალა….
ცოტა ყელის ტკივილიც ასატანია მეოთხე დღეს.
მალე გავისტუმრებ, არ მომწონს, თუმცა სიმშვიდე და დადებითი განწყობა მთავარი ბრძოლის იარაღია მაინც
მადლობა ყველას გამხნევებისთვის, ყველა მოკითხვა და სურვილი წავიკითხე და ამას მოაქვს სულში სითბო“, - წერს ეკა ბესელია.