1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან პირბადის ტარება ღია-დახურულ სივრცეში ერთადერთია, რომელიც დღემდე ძალაშია, თუმცა, კანონის დამრღვევ პირს ფულადი სანქცია აღარ ეკისრება.
წამყვანი სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ გარე სივრცეებში ნიღაბმა აქტუალობა დაკარგა და ეს ვალდებულება უნდა გაუქმდეს. საპირისპირო მოსაზრება აქვს იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელს, ივანე ჩხაიძეს. მან „პრაიმტაიმთან“ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულო უნდა იყოს და კონტროლიც უნდა გამკაცრდეს.
„პირბადის ტარება ერთადერთი შემზღუდავი რეკომენდაციაა, რომელიც საქართველოშია დარჩენილი. უფრო მეტიც, ეს რეკომენდაცია დარჩენილია ქაღალდზე, რადგან მისი კონტროლი და აღსრულების მექანიზმი ქვეყანაში ჩართული არ არის.
ვფიქრობ, რომ პირბადის ტარების მოთხოვნა უნდა იყოს შენარჩუნებული და საერთოდ, ჩვენ არ უნდა დავაფიქსიროთ, რომ ოფიციალურად სახელმწიფო უარს აცხადებს პირბადის ტარებაზე როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში.
მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური სანქცია არ არსებობს, ვისაც რისკები ესმის, პირბადეს მაინც ატარებს. ამ მცირე რაოდენობის ადამიანს მაინც უნდა დავუტოვოთ იმის უფლება, რომ ჩათვალონ იცავენ როგორც საკუთარ, ასევე გარშემომყოფების ჯანმრთელობას. როდესაც ჩვენ „ომიკრონზე“ ვსაუბრობთ, ამისი გავრცელება შესაძლებელია როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში. ეს მუტაცია ამით გამოირჩევა. საუბარი იმაზე, რომ ხელაღებით ვთქვათ უარი ნიღბის ტარებაზე, მე ვფიქრობ, იქნება არასწორი“, - განაცხადა ჩხაიძემ.