ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი შეცდომით მოკლეს! - გახსნილია 2003 წლის მკვლელობის საქმე
1771705778
Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, უკრაინის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებებზე კეპიანი ქუდის ტარებას კონკრეტული დატვირთვა აქვს და მის გამოყენებას მანამდე განაგრძობს, სანამ უკრაინის ინტერესების გათვალისწინებით მშვიდობა არ დამყარდება.
დავიდ არახამიამ უცხოურ მედიასთან ისიც აღნიშნა, რომ ყოველდღიურ, მშვიდობიან ცხოვრებაში კეპს საერთოდ არ ატარებს.
„გადავწყვიტე, რომ ჩვენ გვესაჭიროება რაიმე კრეატიული გადაწყვეტილებები. მშვიდობიან დროს მე ამ კეპკებს არასდროს ვატარებ. თუმცა, ვინაიდან ჩვენ ვალდებულნი ვართ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ და გარკვეული დიპლომატიური პროტოკოლები დავიცვათ, გადავწყვიტე გამომეყენებინა ჩემი კეპი, რათა ვაჩვენო ჩემი ნამდვილი დამოკიდებულება ამ ქვეყნის მიმართ. არ მივატოვებ კეპკის ტარებას მოლაპარაკებებზე მანამ, სანამ არ იქნება მიღწეული მშვიდობა უკრაინის ინტერესების გათვალისწინებით“, - განაცხადა დავით არახამიამ.
ასევე ნახეთ - ზელენსკი ქართველებს მიმართავს