პანდემიით გამდიდრებული იტალიელი თაღლითები - QR კოდი 100 ევროდ

მწვანე პასპორტი

თაღლითებმა შექმნეს ახალი სერვისი - ყალბი QR კოდების შეძენა ტელეგრამის არხებით. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ციფრული საშვის ღირებულება 100 ევროა. იტალიაში საჯარო ადგილების მოსანახულებლად ყალბი „მწვანე საშვის“ უკანონო გაყიდვა გავრცელდა. დღემდე, იტალიის ფინანსური პოლიციის სპეციალურმა განყოფილებამ კონფიდენციალურობის დაცვისა და ტექნოლოგიური თაღლითობის გამოვლენისთვის მოახერხა  ათი კრიმინალური ანგარიშის იდენტიფიცირება. რამდენიმე დღეში თაღლითების ყველაზე წარმატებულმა ჯგუფმა 130 ათასზე მეტი აბონენტი დააგროვა და 13 მილიონი ევრო იშოვა.

მოსახლეობის თითქმის ნახევარ უკვე აიცრა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბევრმა იტალიელმა ჯერ ვერ გადაწყვიტა არჩევანის გაკეთება ან უბრალოდ, არ ჰქონდა დრო ვაქცინაციისთვის. ამ ახალი ტიპის თაღლითობის წინააღმდეგ საბრძოლველად, იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა აპლიკაცია „მწვანე სერთიფიკატების“ გადამოწმებისთვის - VerificationC19. მისი გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც უფლება აქვთ განახორციელონ ასეთი შემოწმება. ესენი არიან პოლიცია და დაწესებულებების მენეჯერები, რომლებშიც შესასვლელად უნდა აჩვენო „მწვანე საშვი“. დადგენილი პროცედურის დარღვევისთვის გათვალისწინებულია სერიოზული ჯარიმები, რომლებიც 400-დან ათასობით ევრომდე მერყეობს.

წყარო: