მსოფლიო აცრის მეოთხე დოზის მოლოდინში - „ომიკრონის" რეკორდული გავრცელების გამო, ევროკავშირის ჯანდაცვის მინისტრები ახალ საჭიროებაზე მსჯელობენ

კორონავირუსი

„ომიკრონის“ რეკორდული სისწრაფით გავრცელების გამო, ევროკავშირის ჯანდაცვის მინისტრები მეოთხე დოზით აცრის საჭიროებაზე მსჯელობენ.

გაერთიანების წევრები, უნგრეთი და დანია, ამ კამპანიის დაწყებას უკვე აანონსებენ. ისრაელი კი პირველი ქვეყანაა, რომელმაც გასულ თვეს მოსახლეობის მეოთხედ აცრა დაიწყო.

ვაქცინაციის ტემპის დასაჩქარებლად ავსტრიამ აცრა უკვე სავალდებულო გახადა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, კანონი ძალაში თებერვლიდან შევა, დაუმორჩილებლობის შემთხვევეში მოქალაქეები დაჯარიმდებიან.

უკვე მერვე დღეა, გერმანიაში ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მზარდია. ბოლო 24 საათში ვირუსი 140 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

აშშ-ში „ომიკრონის“ ვარიანტის გავრცელებამ კოვიდტესტებზე მოთხოვნა გაზარდა. ჯო ბაიდენი კრიზისის აღმოსაფხვრელად ოჯახებს უფასო ტესტებს დაურიგებს.