ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
მეცნიერებმა კორონავირუსის შტამის „ომიკრონის“ ქვევარიანტი აღმოაჩინეს. ამის შესახებ the guardian-ი წერს.
„ომიკრონის“ ქვევარიანტს უკვე მიანიჭეს შესაბამისი ნუმერაცია - BA.2
გამოცემა წერს, რომ BA.2-ს ვარიანტს აქვს მრავალი საერთო მუტაცია სტანდარტულ Omicron-თან, თუმცა მას არ გააჩნია კონკრეტული გენეტიკური ცვლილება.
მკვლევარები აცხადებენ, რომ „ომიკრონის“ ქვევარიანტის დაფიქსირება შესაძლებელია ყველა ამ დრომდე არსებული ტესტით, რომელიც ავლენს კორონავირუსს.
თუმცა მეცნიერების განცხადებითვე, ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი გავრცელდება თუ არა ვირუსის ეს ფორმა უფრო სწრაფად ვიდრე სტანდარტული „ომიკრონი.
რადგან BA.2-ის გენეტიკურად განსხვავებულია, შესაძლოა განსხვავებული იყოს მისი ქცევაც.