გოგა მანია 2025 წლის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს
1734548983
„ომიკრონის“ შტამი მთელ მსოფლიოში სწრაფად ვრცელდება. შეშფოთებას ვირუსის გავრცელება განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთში იწვევს, სადაც შესაძლოა, მალე შეზღუდვები დააწესონ.
პარასკევს, დიდ ბრიტანეთში „ომიკრონის“ შემთხვევების რაოდენობამ ქვეყნის მასშტაბით თითქმის 25,000-ს მიაღწია.
შემთხვევების სწრაფ მატებასთან ერთად მეცნიერები და ექსპერტები მოსახლეობას მოუწოდებენ სიმპტომებს ყურადღება მიაქციონ და დროულად წავიდნენ ტესტირების ჩასატარებლად.
ამ შემთხვევაში ექიმები იმ სიმპტომებზე ამახვილებენ ყურადღება, რომლებიც, შესაძლოა ძილის დროს გამოვლინდეს.
ექიმი ამირ ხანი ამბობს, რომ სამხრეთ აფრიკაში, სადაც ვირუსი პირველად აღმოაჩინეს, ადამიანებს ძილის დროს ოფლიანობა აწუხებთ. ექიმების განმარტებით, პაციენტებს ასევე აღენიშნებათ სხეულის ტკივილი, დაღლილობა, მშრალი ხველა და ცხელება.
„ექიმები, რომლებიც აკვირდებიან პაციენტებს მსგავსი ვარიანტით, საუბრობენ ამ ხუთ სიმპტომებზე: ყელის ტკივილი, კუნთების ტკივილი, დაღლილობა, მშრალი ხველა და ოფლიანობა ღამით. ეს შეიძლება იყოს ისეთი ოფლიანობა, რომლის დროსაც ადამიანს ადგომა და ტანსაცმლის გამოცვლა უწევს.
ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ ყოველთვის ვიცოდეთ სიმპტომების შესახებ, რადგან მთელ მსოფლიოში შევძლოთ ამ სიმპტომების მქონე ადამიანების ტესტირება“,- ამბობს ექიმი.
მისივე განმარტებით, სიმპტომები უფრო მსუბუქია ვაქცინირებულ ადამიანებში.