1751744974
ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 108 შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 108 შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, კორონავირუსს ბოლო 24 საათის მანძილზე მსხვერპლი არ მოჰყოლია.
გუდაუთის ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში ამჟამად, 83 პაციენტი მკურნალობს, 32 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 39 პაციენტი იმყოფება, 18 მძიმე პაციენტია.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 38 673-ს შეადგენს, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა - 567-ს აღწევს.