ლოკდაუნის ბრალია? - ბავშვებში ჰეპატიტის გავრცელების მიზეზი აღმოაჩინეს - BBC

ლოქდაუნი

ბრიტანელმა ექსპერტებმა, როგორც ჩანს, აღმოაჩინეს მიზეზი, რის გამოც მთელ მსოფლიოში ამდენ მცირეწლოვან ბავშვს უეცრად უვითარდება ღვიძლის პრობლემები.

როგორც კვლევამ აჩვენა, ორი გავრცელებული ჰეპატიტის ვირუსი, რომლებიც პრაქტიკულად არ ახსოვდათ  Covid-19-ის მთელი პანდემიის განმავლობაში, უმეტეს ქვეყანაში შემოღებული ყველაზე მკაცრი შემაკავებელი ზომების მოხსნის შემდეგ „დაბრუნდა“ და აქტიურად დაიწყო გავრცელება ბავშვებში. 

35 ქვეყნიდან 1 000-ზე მეტი ბავშვი დაავადდა ჰეპატიტით, ბევრი პაციენტია ხუთ წლამდე.

ზოგიერთ მათგანში ინფექცია იმდენად მძიმედ მიმდინარეობდა, რომ ბავშვის გადარჩენის ერთადერთი გზა დაზიანებული ორგანოს გადანერგვა იყო. მხოლოდ დიდ ბრიტანეთში უკვე დაფიქსირდა ღვიძლის გადანერგვის 12  შემთხვევა.

მკვლევართა ორმა ჯგუფმა, ლონდონიდან და გლაზგოდან, დაასკვნა, რომ ბევრ ბავშვს, რომლებსაც ორი წლის განმავლობაში ნაკლებად ჰქონდათ კონტაქტი თანატოლებთან კორონავირუსული შეზღუდვების გამო. მოგვიანებით ისინი შეეჯახნენ ორ ინფექციას, რომელთა მიმართ, იმუნიტეტი ჩვეულებრივ ვითარდება ჩვილებში.

ადენოვირუსი, რომელიც იწვევს გაციებასა და კუჭის აშლილობას • ადენო-ასოცირებული ვირუსის სეროტიპი 2 (AAV2), რომელიც, როგორც წესი, თავისთავად არ იწვევს დაავადებას, ვინაიდან მისი რეპროდუქცია უჯრედებში ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ერთდროულად ინფიცირდება „დამხმარე“ ადენოვირუსით.

„ამით შეიძლება აიხსნას, თუ რატომ უვითარდება ზოგიერთ ბავშვს ღვიძლის იშვიათი გართულება“, - ამბობენ მეცნიერები.

არც ისე ნათელია, რატომ იწვევს ზოგიერთ ადამიანში ადენოვირუსით ინფექცია ღვიძლის ანთებას - როგორც ჩანს, აქ შეიძლება გენეტიკამ თავისი როლი შეასრულოს.

ამავდროულად, მეცნიერები სრულად გამორიცხავენ რაიმე კავშირს ჰეპატიტის განვითარებასა და თავად კორონა ვირუსს ან მის საწინააღმდეგო ვაქცინებს შორის.

„კარანტინის მთელი პერიოდის განმავლობაში, სანამ ბავშვები ისხდნენ სახლში და ვირტუალურად ურთიერთობდნენ ერთმანეთთან, მათ შორის ვირუსის გადაცემა უბრალოდ შეუძლებელი იყო“, - განმარტავს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ვირუსოლოგიის პროფესორი, ჯუდით ბრეიერი. 

„როდესაც შეზღუდვები მოიხსნა, ბავშვებმა კვლავ დაიწყეს კომუნიკაცია, დაიწყო ვირუსების თავისუფლად გადაცემა ერთი ბავშვისგან მეორეზე - და, იმუნიტეტის ნაკლებობასთან ერთად, გამოიწვია ახალი ინფექციების მთელი ტალღა“. - ასკვნის ექსპერტი.

ექიმები იმედოვნებენ, რომ ახლა ასეთი შემთხვევების რიცხვი შემცირდება, მაგრამ არ გამორიცხავენ, რომ  მომავალში მაინც გამოვლინდეს.

ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი რჩება, ამბობს პროფესორი ემა ტომსონი, რომელიც ხელმძღვანელობდა გლაზგოს უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფს: „სასწრაფოდ საჭიროა უფრო დიდი კვლევები AAV2-ის როლის გამოსაკვლევად ბავშვებში ჰეპატიტის განვითარებაში“.

„ასევე აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი ვისწავლოთ AAV2-ის სეზონური ცირკულაციის შესახებ - ახლა ამ ვირუსს მუდმივად არავინ აკონტროლებს. შესაძლოა, ადენოვირუსული ინფექციის სეზონური პიკი დაემთხვა AAV2-ის გავრცელების პიკს, რამაც გამოიწვია უჩვეულო გამოვლინებები. - წერს BBC