კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 46, იმერეთში - 11, აჭარაში - 10

kovidi

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 92 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 46 შემთხვევა, აჭარა – 10, იმერეთი – 11, ქვემო ქართლი – ერთი, შიდა ქართლი – ოთხი, გურია – რვა, სამეგრელო – ზემო სვანეთი – ორი და კახეთი – 10.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 638 საიდანაც, 319 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 184, აჭარაში – ცხრა, იმერეთში – 80.

ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 67 პირი, მათ შორის, თბილისში – 49, აჭარაში – ოთხი, იმერეთში – შვიდი. 1 319 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.