„ტემპერატურა ნორმაზე მაღალი იქნება და +40 გრადუსსაც მიაღწევს“ - ივლისის ამინდის პროგნოზი სრულად
1782763266
დახურულ სივრცეებში აუცილებლად უნდა ვატაროთ პირბადე, განსაკუთრებით ტაძრებში, სადაც ბევრი ადამიანი იქნება,- ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.
„დახურულ სივრცეებში აუცილებლად უნდა ვატაროთ პირბადე, განსაკუთრებით ტაძრებში, სადაც ბევრი ადამიანი იქნება. და ბოლოს, რაც მთავარია – ვაქცინაცია. სიტუაცია ბევრად კეთილსაიმედოა, როცა მოსახლეობის იმუნური ფენა უფრო ძლიერია ანუ როცა აცრის მაჩვენებელი გვაქვს მაღალი. სამყარო ემზადება შემოდგომისთვის, როცა დიდი ალბათობით კორონავირუსი უნდა გადაიქცეს ენდემურ ვირუსად და ალბათ დაგვჭირდება თითო ბუსტერი შემოდგომაზე. მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, რომ უფრო გავაძლიეროთ იმუნური ფენა ქვეყანაში, ვაქცინის რაოდენობა საკმარისია“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.