ესაა ქვეყანა სადაც მოსახლეობის 90.7% ერთი დოზით, 83.5% კი ორი დოზით აცრილია - ბიძინა კულუმბეგოვი

bidzina kulumbegovi

ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ინგლისი კორონავირუსის მართვის ბ-გეგმაზე გადადის.

მისი თქმით, ბრიტანეთი შემთხვევით არაფერს აკეთებს და მისი მოსახლეობის  უმეტესი ნაწილი ვაქცინირებულია.

„ინგლისი მომავალი კვირიდან კოვიდის მართვის გეგმა B -ზე გადადის, რას გულისხმობს:დახურულ სივრცეში სავდებულო ნიღბების ტარების გაუქმებას;დისტანციური მუშაობის მოწოდების გაუქმებას;კოვიდ პასპორტის სავალდებულოობის გაუქმებას, ამ რეგულაციის მხოლოდ კერძო ორგანიზაციების პრეროგატივად დატოვებას.პ.ს. ბრიტანეთი შემთხვევით არაფერს აკეთებს, მათი წყალი გადმოგვსხმოდეს. შეხსენებისთვის, ესაა ქვეყანა სადაც მოსახლეობის 90.7% ერთი დოზით აცრილია, 83.5% ორი დოზით აცრილია, ბუსტერული დოზით 63.7% აცრილია“,- წერს ბიძინა კულუმბეგოვი.