ევაკუაცია რამდენიმე სკოლაში - რა ხდება ადგილზე
1728288316
ევროპაში ბოლო კვირის სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელი 2 მილიონია, რაც ბოლო 10 დღის განმავლობაში გაორმაგებული რაოდენობაა. წინა კვირასთან შედარებით, ევროპაში კოვიდ შემთხვევების მაჩვენებელი 47%-ით გაიზარდა. შტატებსა და კანადაში კი ეს რიცხვი 76%-ს უტოლდება.
„ომიკრონის“ ტალღასთან საბრძოლველად გერმანიის მთავრობამ ახალი რეგულაციები დაამტკიცა. რესტორნებსა და ბარებში მომხმარებლებმა მესამე დოზით აცრის დამადასტურებელი საბუთი უნდა წარადგინონ.
ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი კვლავ იზრდება დიდ ბრიტანეთში. ჯანდაცვის სექტორი რთულ კვირებს პროგნოზირებს. ექსპერტები მთავრობას ბუსტერ დოზების გავრცელების პრიორიტეტად დასახვას ურჩევენ.
შეზღუდვები გამკაცრდა რუმინეთში. ღია და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა. გასართობი დაწესებულებები კი 10 საათზე დაიკეტება.
საფრანგეთში კი ახალი შემთხვევების მაჩვენებელი 300 ათასს აჭარბებს, რაც გასული დღის მაჩვენებელთან შედარებით 70 ათასით მეტია. ქვეყანაში კი ვირუსის გავრცელების შესაკავებლად საზოგადოებას იმუნიზაციისკენ მოუწოდებენ.
შეერთებულ შტატებში კი 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გაიზარდა და პანდემიის დაწყების შემდეგ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია.
ჩინეთმა ინფექციის მკვეთრი ზრდის ფონზე ჰენანის პროვინციის ზოგ ქალაქში მოგზაურობასა და აქტივობებზე შეზღუდვები შემოიღო.