დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც პაციენტს 1 თვის წინ ჰქონდა გადატანილი კორონავირუსი და ისევ დაინფიცირდა - მაკა ბულეიშვილი

maka buleishvili

15 712 ინფიცირებული და 40 გარდაცვლილი გასული 24 საათის სტატისტიკის მიხედვით ყველაზე მეტი ინფიცირებული კვლავ თბილისშია, შემდეგ მოდის იმერეთი და სამეგრელო- ზემო სვანეთი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 33,84%-ია.

ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი მაკა ბულეიშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში რეინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა.

„დაფიქსირდა ისეთი შემთხვევები, როდესაც 1 თვის წინ გადატანილი კორონავირუსის შედეგად, ამჟამად ისევ დაინფიცირებულები არიან ადამიანები. ეს ცხადია ზოგად ფონს შედარებით ამძიმებს იმიტომ, რომ ეს ადამიანები ჯერ არ არიან გამოსული პოსტკოვიდური მდგომარეობიდან, რომელიც უახლოესი პერიოდის წინ დაძლიეს და ვიცით, რომ კოვიდის შემდეგ შესაძლებელია ხანგრძლივი დროის განმავლობაში დარჩეს ბევრი სიმპტომი," - აცხადებს მაკა ბულეიშვილი.