პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის დომინანტი შტამი „ომიკრონის" მეორე ვარიანტი, BA.2-ია.
მისივე თქმით, ეს შტამი „ომიკრონის" თავდაპირველ ვარიანტზე, BA.1-ზე მეტად გადამდებია, თუმცა, დაავადების მიმდინარეობის კუთხით, უფრო მძიმედ გადასატანი არ არის.
„ომიკრონის" ამ ორი შტამიდან უკვე BA.2 სჭარბობს, BA.1-ით დაიწყო „ომიკრონის" ცირკულაცია ქვეყანაში და დღეს უკვე სჭარბობს, თითქმის 75-80%-ით მეტია. BA.2 შტამი, მოგეხსენებათ, უფრო სწრაფად გადამდებია, მაგრამ განსხვავება „ომიკრონის" პირველ შტამთან მიმართებით, აგრესიულობის კუთხით არ აქვს, ანუ უფრო აგრესიული არ გახლავთ. BA.2 სჭარბობს და შესაძლებელია ჩაანაცვლოს, თუმცა, სრული ჩანაცვლება არასოდეს ხდება, ერთდროულად ცირკულირებენ სხვადასხვა შტამები, მაგრამ დომინანტი არის BA.2.
ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ეპიდემიის დაღმავალი ტალღა საკმაოდ დამრეცი იყო, ჩვენთან, დიდი ალბათობით, სამწუხაროდ, არ იქნება, რადგან სადაც სწრაფი ჩამოსვლა იყო, იქ აცრის მაჩვენებელი მაღალია," - აცხადებს ამირან გამყრელიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 15 712 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 40 ადამიანი. 13 თებერვლის სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი ინფიცირებული კვლავ თბილისშია, შემდეგ მოდის იმერეთი და აჭარა.